19/10/2024
21:19
არჩევნები 2024
ჩვენი საარჩევნო ჯარი ვართ ერთად, ისტორიულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვენ ვიცავთ არა კონკრეტულ ნომერს, არამედ, საქართველოს მოქალაქის არჩევანს, - ამის შესახებ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მადლობა ეკუთვნის ყველა აქტივისტს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ NGO სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც არ გაჩერდნენ, აჩვენეს პატრიოტიზმი, შემართება და ნამდვილი ევროპა.
„ჩვენი საარჩევნო ჯარი ვართ ერთად, ისტორიულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვენ ვიცავთ არა კონკრეტულ ნომერს, არამედ საქართველოს მოქალაქის არჩევანს. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ აქტივისტს, „ენჯეოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც უკვე დაამარცხეს „ქართული ოცნება“ და მთელი მსოფლიო გააოცეს, რომ შეურაცხყოფით, ვერც დაპირისპირებით, ვერ მუქარით ენჯეო სექტორს ვერ გააჩერებ. იმიტომ რომ საბოლოოდ ეს იქნება კულტურის წარმომადგენელი, მასწავლებელი თუ სხვა ეს არის სამოქალაქო გმირობა. სტუდენტები, რომლებმაც ანახეს პატრიოტიზმი და შემართება, ამაზე დგას გამარჯვება და ნამდვილი ევროპული, ბედნიერი, ლაღი საქართველო. ჩვენ უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა ევროკავშირში, ამ პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი არ არსებობს, ეს ცვლილება ჩვენ ,მოქალაქეებს 26 ოქტომბერს უნდა მივანიჭოთ. მოქალაქის ნებას ვერანაირი ბერკეტი ვერ მოუგებს, როდესაც იქნებით უბანზე, ან გააფერადებთ, გახსოვდეთ, რომ ევროკავშირზე დიდი ბედნიერება არაფერია“, - განაცხადა ხოშტარიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024