26/12/2024
10:47
მსოფლიო
იემენელი ჰუსიტები ისრაელის სხვა მტრების მსგავსს ბედს გაიზიარებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვანთებთ ხანუქას პირველ სანთელს, რათა აღვნიშნოთ იმ დროის მაკაბელთა და დღევანდელ მაკაბელთა გამარჯვება. როგორც მაშინ, ისე ახლაც, ჩვენ ვაყენებთ დარტყმებს მჩაგვრელებს და მათ, ვინც ფიქრობდა, რომ გაწყვეტდა ჩვენი სიცოცხლის ძაფს აქ, და ეს ყველას შეეხება. ჰუსიტებიც ისწავლიან იმას, რაც ისწავლეს „ჰამასმა“, „ჰეზბოლამ“, ასადის რეჟიმმა და სხვებმა, და თუნდაც დრო დასჭირდეს ამას, ამ გაკვეთილს ისწავლიან მთელ ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის ქალაქ აშკელონზე მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.
ბოლო დღეებში იემენელმა ჰუსიტებმა გააძლიერეს იერიშები ისრაელზე, რის მიზეზადაც, ღაზის სექტორის მხარდაჭერას ასახელებენ.
0
0