24/10/2024
15:46
არჩევნები 2024
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჯამეთის, ცხენთაროსა და როდინაულის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე შეაჯამა 12 წლის განმავლობაში სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდის მიერ გაკეთებულ საქმეს მოსახლეობა ხედავს, დადებითად აფასებს და მადლიერებასაც გამოხატავს. მათი აქტიურობა, ჩართულობა და მოქალაქეობრივი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაძლევს საშუალებას ვთქვა, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვადგავართ სწორ გზას და ხალხთან ერთად, მათი მხარდაჭერით, ერთ მუშტად შეკრული ვივლით წინ, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენი ქვეყნის წარმატებისაკენ“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
0
0