ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა - წულუკიანი
28/02/2022
14:09
პოლიტიკა
A-
+A
დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებით აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.
„დღეს ევროპაში ომია. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხისა და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და, რაც მთავარია, არ იყოს ომი, იმიტომ რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.
0
0
332
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%