12/05/2024
20:19
სამართალი
იცით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი გაათავისუფლა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ, ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აქციაზე პოლიცია არასდროს შედის კონტაქტში მომიტინგეებთან.
„გუშინ მაგალითად აქციაზე სამი ადგილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ. პოლიცია იყო ჩართული. არასდროს არ იწყებს პოლიცია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში შესაბამისად ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ. ჩვენ მშვიდობიან აქციას არასდროს ხელს არ ვუშლით. არანაირად არ შევდივართ კონტაქტში, პირიქით, ვეხმარებით ხოლმე. თუმცა, მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევ, როცა ამტვრევენ სკამებს, ურნებს, წვავენ, ცეცხლს უკიდებენ, ეს მშვიდობიანი აქცია არ არის. რატომღაც ასე ნათლავენ ხოლმე“, – განაცხადა გომელაურმა.
0
0