21/12/2023
17:05
კონფლიქტები
ძვირფასო მეგობრებო, ოთხი წლის წინ ზოგიერთი ამ სტადიონზე აცხადებდა: „ყარაბაღი სომხეთია, წერტილი“. ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია! , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხანქენდის სტადიონზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორია 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდა, სჯეროდა, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა.
„ჩვენ, აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ მათ და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ეს ჩვენი ისტორიული და უძველესი მიწაა. სამი თვის წინ ხანქენდი ოკუპაციისგან გათავისუფლდა. ერთდღიანი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სახელმწიფო სუვერენიტეტი. დღეს აზერბაიჯანის დროშა მთელ ყარაბაღში ფრიალებს. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა“, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით აზერბაიჯანელი ხალხი მუდამ იამაყებს ამ გამარჯვებით.
0
0