08/11/2024
13:12
პოლიტიკა
ჩვენ უნდა გვქონოდა შედეგი 70/30-ზე, რომ ვერ მოეხერხებინათ კარუსელები და რაღაცები. ჩვენ აღმოგვაჩნდა დაახლოებით 60/40-ზე, ცხადია, 1-2% შეიძლება, წინ და უკან იყოს. ასეთი რეალობა არ იყო საკმარისი მათი მზაკვრობის გადასაფარად, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
„ჩვენ კი არ წაგვიგია არჩევნები, იმდენად დიდი უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ ჩვენი მოქალაქეების. კარუსელზე ვინ დადიოდა? მთვარეულები ხომ არ იყვნენ ჩამოსული, ხომ ადამიანები დადიოდნენ? პირადობის მოწმობებს ვინც ასე თამამად აძლევდა, ხომ აძლევდნენ, ვინ არის ეს ხალხი? ეს ხალხი გაცილებით ყოჩაღი უნდა ყოფილიყო, რაც ცალკე თემაა. ეს მნიშვნელოვანი ამბავია, როცა ვსაუბრობთ, რა მოხდა. როცა ვამბობ, რომ რაღაც დავაკელით, ის კი არა, რომ, რა ვქნათ, წავაგეთ, არამედ ისეთი უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ, რომ მათ გაყალბებით ვეღარ მოეგოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
0
0