19/10/2023
10:35
კონფლიქტები
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია,
"ჩვენ [რუსეთთან] ისეთი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი". - თქვა შამბამ.
რუსული მედიის ცნობით, შამბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ენის წყალობით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.
"უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს არაერთი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და მრავალი სხვა ადამიანის ყურადღებას". - აღნიშნა მან.
მანამდე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ თქვა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პარალელურად აფხაზეთი მზადაა, ჰქონდეს თავისი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა. მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება რუსეთთან ერთად".
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024