11/11/2024
22:11
პოლიტიკა
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ჯაფარიძის განცხადებით, ხალხმრავალი აქციებით საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ქართველი ხალხი მიტაცებულ არჩევნებს არ ეგუება, მეორე მხრივ კი საზოგადოება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ქმედით ნაბიჯებს ელოდება.
როგორც ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საზოგადოებას აქვს მიზანი, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ქმედებებია განსახორციელებელი, “მათ შორის ხალხმრავალი მიტინგები”.
“შეიძლება ყოველ დღე არა, მაგრამ ხალხმრავალი აქციები საჭიროა. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ გავაუქმოთ გაყალბებული არჩევნები და დავანიშნინოთ ახალი. ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ქმედებები გვაქვს განსახორციელებელი. მათ შორის ხალხმრავალი მიტინგები, დემონსტრაციები საჭიროა, რათა ქვეყნის შიგნით არ მოხდეს ფალსიფიცირებული, მიტაცებული არჩევნების ლეგიტიმაცია და საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება მიტაცებულ არჩევნებს, მიტაცებულ ევროპულ მომავალს და ქართველი ხალხი მზადაა დაიცვას თავისუფლება, ევროპული მომავალი და ისტორიული არჩევანი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ველოდებით ქმედით ნაბიჯებს”,- განაცხადა გია ჯაფარიძემ.
0
0