26/10/2024
10:52
არჩევნები 2024
[საარჩევნო უბნებთან რიგები] მანიშნებელია, რომ ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა, ამ ქვეყანაში ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს - ჩვენ დღეს ვიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეებმა ამ ქვეყნის დაბრუნება გადაწყვიტეს“.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვენაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში. როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმომადგენელი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში.
ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ემიგრანტებიდან დაწყებული დამთავრებული ჟურნალისტებით, ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველა ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გაკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
0
0