ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე, ვაწვდიდით და კვლავაც მივაწვდით იარაღს - შოლცი
10/10/2024
18:28
მსოფლიო
A-
+A
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას.
„მინდა, ეს პირადად ვთქვა, რომ ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ვაწვდიდით იარაღს და კვლავაც მივაწვდით. ეს არის ფედერალური მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ არ დაარღვევს ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს საიდუმლოების წესებს, თუმცა დასძინა, რომ არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ უახლოეს მომავალში კვლავ იქნება იარაღის მიწოდება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
0
0
28
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%