ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან გაერთიანებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა
17/10/2024
11:01
მსოფლიო
A-
+A
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ ოფიციალურად აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გზების და რკინიგზის ჩრდილოეთ მონაკვეთების ბოლოდროინდელი განადგურება, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას აკავშირებდნენ, ჩრდილოეთ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული „გარდაუვალი და კანონიერი ზომა“ იყო, რომელიც „სამხრეთ კორეას მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორც მტრულ სახელმწიფოდ“.
„ამრიგად, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად თქვა უარი სეულთან გაერთიანების იდეაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტო არ აკონკრეტებს დეტალებს ჩრდილოეთ კორეის შეცვლილი კონსტიტუციის შესახებ.
0
0
77
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%