04/01/2022
10:49
მსოფლიო
კოლუმბიის ომბუდსმენის, კარლოს კამარგოს, განცხადებით, ბრძოლა თავდაპირველად ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასა (ქვეყნის უმსხვილესი მემარცხენე პარტიზანული დაჯგუფება, რომელიც ცნობილია ესპანური აკრონიმით - ELN) და კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების დისიდენტურ ფრაქციებს (FARC) შორის 2 იანვარს დაიწყო.
ELN და FARC დაჯგუფებები მეამბოხეებმა დააფუძნეს, რომლებმაც, 2016 წელს, უარი თქვეს კოლუმბიის სამშვიდობო პროცესში შესვლაზე.
„დაჯგუფებები ეკონომიკაში არალეგალური საქმიანობის (როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა) კონტროლისთვის იბრძოდნენ. კოლუმბიის არმია არაუკაში ვერტმფრენით ორ ბატალიონს განათავსებს, რათა რეგიონში სიმშვიდე აღადგინოს,“ - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, ივან დუკემ.
კოლუმბიის მთავრობამ ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, FARC-ის დისიდენტებისა და ELN-ის მებრძოლებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფაში დაადანაშაულა, რაც მადურომ არაერთხელ უარყო.
„როგორც მოგეხსენებათ, ეს დაჯგუფებები თავისუფლად მოქმედებენ ვენესუელის ტერიტორიაზე დიქტატორული რეჟიმის მხრიდან თანხმობისა და დაცვის წყალობით“, - განაცხადა დუკემ.
FARC-მა და ELN-მ ერთმანეთთან ბრძოლა, 2006 წელს, არაუკასა (რომელიც ვენესუელასთან საზღვარზე მდებარეობს) და მეზობელ ვენესუელის შტატ აპურეში დაიწყეს. ბრძოლა 2010 წელს შეწყდა; Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, დაიღუპა, მინიმუმ, 868 ადამიანი, ხოლო 58,000 - იძულებით გადაადგილდა. 2021 წლის მარტში, კოლუმბიის შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ვენესუელის სამხედროებს შორის შეტაკებებისგან თავის დაღწევის მიზნით, ათასობით ადამიანი აპურეში გაიქცა.
https://edition.cnn.com/2022/01/03/americas/colombia-guerrilla-groups-clash-intl/index.html
0
0