ჩოგბურთში, საბა ფურცელაძე და ალექსანდრე ბაკში მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ
22/07/2024
14:30
სპორტი
A-
+A
პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) სპორტსმენების რეიტინგი განაახლა. ქართველმა ჩოგბურთელებმა, საბა ფურცელაძემ და ალექსანდრე ბაკშიმ განახლებულ კლასიფიკაციაში წინ წაიწიეს.
ყაზახეთში, ასტანას ჩელენჯერზე ფურცელაძემ ფინალში ითამაშა და 24 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო ბაკში ნახევარფინალში დამარცხდა და ტურნირი 14 ქულით დაასრულა.
ამ მომენტისთვის ფურცელაძე ATP-ის რეიტინგში 95 ქულით 457-ე ადგილს იკავებს, 22 წლის ჩოგბურთელი 76 ადგილით დაწინაურდა. რაც შეეხება ბაკშის, მას 67 ქულა აქვს და 546-ე ადგილზეა. ასტანას ტურნირის შემდეგ მანაც 76 ადგილით წინ გადაინაცვლა.
საქართველოს პირველი ნომერი ახალ რეიტინგშიც ნიკოლოზ ბასილაშვილია, მას 103 ქულა აქვს 443-ე ადგილს იკავებს.
0
0
185
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%