29/09/2024
15:05
მსოფლიო
ჩინეთში ბირთვული ენერგიით მომუშავე უახლესი საესკადრო წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რაც ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული იარაღის პროგრამისთვის სერიოზული დარტყმაა, - იუწყება The Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინციდენტი ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ქალაქ ვუჰანის სიახლოვეს, მდინარე იანძიზე მოხდა, სადაც ხომალდს ზღვაში გაყვანამდე შემოწმებას უტარებდნენ, ივნისის დასაწყისში კი ადგილზე ამწეები მიიყვანეს, რათა ნავი ფსკერიდან ამოეტანათ. იყო თუ არა ჩაძირვის მომენტში ხომალდი დატვირთული ბირთვული საწვავით - ჯერ უცნობია, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, ეს ასე იყო.
ჩინეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, აშშ-მ ვერ მიაკვლია რაიმე მინიშნებას იმაზე, რომ ჩინეთს წყალსა და გარემოში რადიაციის დონის კვლევა ჩაეტარებინოს.
ამასთანავე, ამერიკული წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტს პერსონალის დაშავება ან დაღუპვა გამოეწვია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ ამ ეტაპზე არ აქვთ.
0
0