ჩინეთში, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 35 ადამიანი
13/11/2024
11:40
მსოფლიო
A-
+A
ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, სპორტულ ცენტრში სავარჯიშოდ შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს ავტომობილი შეეჯახათ, რის შედეგადაც, 35 ადამიანი დაიღუპა და 43 მძიმედ დაშავდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
პოლიციის ინფორმაციით, 62 წლის მძღოლი გაქცევის მცდელობისას დააკავეს და საავადმყოფოში მოათავსეს. დაკავებულ პირს კისრის არესა და სხეულის სხვა ნაწილებში დანით თვითდაზიანებები აღენიშნებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება.
როგორც Reuters-ი წერს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაშავებულების მკურნალობის ხარჯების გაღებისა და დამნაშავის მკაცრად დასჯის ბრძანება გასცა.
0
0
36
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%