04/08/2022
11:55
მსოფლიო
ჩინეთმა, ტაივანის გარშემო მდებარე ზღვებში თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ტაივანში ამერიკელი პოლიტიკოსის, ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა.
სამხედრო წვრთნები რამდენიმე ადგილზე ტარდება, კუნძულიდან 12 მილის მანძილზე. ცნობილია, რომ გამოიყენებენ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალას. წვრთნებში მონაწილეობას როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები მიიღებენ.
ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი სტატუს კვოს შეცვლას ცდილობს და წვრთნებს საზღვაო-საჰაერო ბლოკადად აფასებს. ქვეყნის მთავრობამ თქვა, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე სამინისტროზე კიბერშეტევა მოხდა.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ "დემოკრატები ერთად დგანან" საერთო გამოწვევების წინაშე.
0
0