12/08/2022
10:46
მსოფლიო
როცა საქმე მაგლევის მატარებლებს ეხება, ჩინეთს უპირობოდ პირველი ადგილი ეკუთვნის.
2021 წელს ჩინეთმა მსოფლიო იმ დროისთვის უსწრაფესი მაგლევის მატარებლით გააოცა, რომელიც 600 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.
ახლა კი, გაზეთი South China Morning Post იტყობინება, რომ ოთხშაბათს მსოფლიოში პირველი დაკიდებული მაგლევის მატარებლის რკინიგზის ხაზის დებიუტი შედგა, რომელიც მუდმივი მაგნიტებისგანაა დამზადებული. მაგნიტებს მუდმივებს იმიტომ ეძახიან, რომ მათ შემადგენლობაში იშვიათი მიწის ელემენტები არიან, რაც მაგნიტს ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებენ. პროექტის ინჟინრები თავდაჯერებით ამბობენ, რომ “ცის მატარებლის” რელსებზე შენარჩუნება სამუდამოდაა შესაძლებელი - ენექტროენერგიის გარეშეც კი.
მატარებელს რაც შეეხება, ის 800 მეტრის სიგრძის “Red Rail”-ს წარმოადგენს და ჯიანხის პროვინციის ქალაქ ჰინჯუოში მდებარეობს. მატარებელი მძლავრი მაგნიტებითაა აღჭურვილი - მაგნიტური განზიდულობის ძალა არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ ჰაერში დაკიდებულ მატარებელს 88 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
ახალი მოდელი სხვა მაგლევის მატარებლებისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან ის მიწიდან 10 მეტრზე მოძრაობს და თან რკინიგზასთან ფიზიკური კონტაქტი საერთოდ არ აქვს. თუმცა ეს მას ხელს არ უშლის იყოს საკმაოდ ჩქარი და მიაღწიოს 80 კმ/სთ სიჩქარეს.
ამ ყველაფერთან ერთად, მატარებელი ენერგოეკონომიურიცაა. რადგან ხახუნის ძალა შემშნელ ფაქტორს არ წარმოადგენს, მატარებელს სამუშაოდ ცოტა ელექტროენერგია სჭირდება. დაკიდული რკინიგზის აშენება მეტროს აშენებაზე 10-ჯერ იაფიც ჯდება.
მატარებელს მძღოლი არ ეყოლება. მას ხელოვნური ინტელექტი მართავს. ამბობენ, რომ ეს ინოვაცია მაგლევის მატარებლის სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და თან ნაკლები ხმაურით იმოძრავებს.
ამასთანავე ავარიების ალბათობაც უნდა შემცირდეს, ვინაიდან მატარებლის ძლიერი მაგნიტური ველი დარტყმის შოკს შთანთქავს.
უფრო სწრაფი და დაცული, ნაკლებად ხმაურიანი, ენერგოეკონომიური, იაფი, და ჰაერში დაკიდული - ჩინეთმა მოლოდინებს გადააჭარბა. შთამბეჭდავია!
იხილეთ ვიდეო:
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0