20/01/2022
13:46
მსოფლიო
57 წლის ჰანა ჰორკა ვაქცინირებული არ იყო; მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და „ახლა უკვე შეძლებდა თეატრში, საუნაში და კონცერტზე წასვლას." თუმცა, ორი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.
ჰანკა ჰორკას ვაჟმა, იან რეკმა, თქვა, რომ, როდესაც ის და მისი მამა კორონავირუსით დაავადდნენ, მომღერალი განზრახ დაინფიცირდა, რათა Covid-ინფექციის გადატანის დამადასტურებელი საბუთის მეშვეობით საჯარო დაწესებულებებში ვიზიტის შესაძლებლობა ჰქონოდა.
„როდესაც მე და მამას კორონავირუსი დაგვიდასტურდა, ის (ჰანკა ჰორკა) იზოლაციაში უნდა ყოფილიყო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, არ დავეტოვებინეთ და ვირუსის გამოვლენა ამჯობინა.
გარდაცვალების დღეს, ჰორკამ თქვა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და სასეირნოდ გამოეწყო, მაგრამ შემდეგ ზურგის ტკივილმა შეაწუხა და საძინებელში შებრუნდა. დაახლოებით 10 წუთში ყველაფერი დასრულდა; ის გაიგუდა.
მიუხედავად იმისა, რომ აცრილი არ იყო, დედას ვირუსის წარმოშობის ან ვაქცინების შესახებ უცნაური შეთქმულების თეორიების არ სჯეროდა. ის არ ფიქრობდა, რომ მიკროჩიპს ან რაიმე მსგავსს ვინერგავდით ორგანიზმში. დედამ უბრალოდ აცრას ინფექცია ამჯობინა. სამაგიეროდ, ის იმედოვნებდა, რომ თავისი ამბის მოყოლით უფრო მეტ ადამიანს უბიძგებდა ვაქცინაციისკენ," - თქვა რეკმა.
„თუ თქვენ რეალური ცხოვრების ცოცხალი მაგალითების მომსწრენი ხართ, ეს უფრო დამაჯერებელია, ვიდრე უბრალოდ გრაფიკები და რიცხვები. შეუძლებელია ციფრებს თანაუგრძნო,"- დასძინა იან რეკმა.
0
0