06/11/2024
14:57
სპორტი
ჩეხეთი-საქართველოს ნაკრებების ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩის ბილეთები სრულად და ძალიან სწრაფად გაიყიდა – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ჩეხეთის ეროვნული გუნდის ბოლო საშინაო მატჩის ბილეთები სულ რამდენიმე დღეში გაიყიდა. ერთა ლიგაზე საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრა 19 ნოემბერს ოლომოუცის სტადიონზეა დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ ჩეხეთში გულშემატკივართა ზოგიერთი ჯგუფისთვის ბილეთები დაბალ ფასში იყიდება – ამ შემთხვევაში, მასპინძელი ქალაქის გუნდის, „სიგმას“ და ეროვნული ნაკრების ფანკლუბების წევრებისთვის 30-პროცენტიანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული, შშმ პირებისა და ბავშვებისთვის კი 50-პროცენტიანი შეღავათი იქნება.
„ალბანეთთან ბოლო საშინაო მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო იყო და მჯერა, რომ ოლომოუცში საქართველოს წინააღმდეგაც იგივე იქნება. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისეთივე თამაში და შედეგი ვაჩვენოთ, როგორც ალბანეთთან“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების სპორტულმა მენეჯერმა, ტომაშ ჰუბშმანმა.
0
0