ჩემზე ზეწოლას ვერავინ ვერ მოახდენს, კონსილიუმი ჯანმრთელობის გამო დავტოვე - ზურაბ ფაღავა
25/10/2021
13:09
საზოგადოება
A-
+A
გავრცელდა ინფორმაცია რომ ზურაბ ფღავაზე მოხდა ზეწოლა, რის გამო მან დატოვა კონსილიუმი. თუმცა, ექიმი ამბობს, რომ ის რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“კოვიდი მქონდა ამ თვის დასაწყისში და მეგონა, რომ გამოვედი მდგომარეობიდან, თურმე არა, რაღაც დამატებითი დატვირთვა მაინცდამაინც კომფორტული არ არის და შევიკავე თავი მონაწილეობისგან, შევაჩერე, უფრო სწორად. რას ნიშნავს ეს შეჩერება, ალბათ, ნიშნავს, რომ გამოვედი. თუმცა, შეხვედრა არ მქონია მინისტრთან, ვინც დამნიშნა ამ კონსილიუმში. რა ზეწოლა, ჩემზე ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენს ვერავინ, ჩემს საექიმო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ ვერ მოახდენს, არც მოუხდენია, არც იყო მცდელობა. არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მგონია, სწორი იყოს,”- განაცხადა ზურაბ ფაღავამ “კურიერთან”.
0
0
453
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%