26/10/2024
14:17
არჩევნები 2024
საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან.
დამკვირვებლების თქმით, ახალი ელექტრონული საარჩევნო სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობს.
როგორც ერთ-ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ჯასტინ გასპარმა რადიო “სივრცესთან” საუბრისას განაცხადა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს:
“ორ საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. საარჩევნო პროცედურების მიმდინარეობას დადებითად შევაფასებ. ყველაფერი ძალიან კარგად არის მომზადებული და ორგანიზებული. ხანდაზმულ მოქალაქეებს მცირედი დახმარება დასჭირდათ, თუმცა სასიხარულოა, რომ, რეალურად, თითოეულმა მათგანმა სათანადოდ გაართვა თავი საარჩევნო პროცედურებს, რადგან ისინი წინასაარჩევნოდ მოამზადეს და მათაც შეძლეს ახალ ტექნოლიგიებთან ადაპტირება. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საარჩევნო მომზადების დონემ. ვფქირობ, საქართველოში უზრუნველყოფილია კარგად შედგენილი საარჩევნო სისტემა. დადებთად ვაფასებ მომზადების დონეს.” - განაცხადა გასპარმა.
0
0