05/10/2024
16:11
არჩევნები 2024
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიესალმება ცესკო-ს მიერ ოპოზიციური პარტიების ჩართულობით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები არ დარჩენილიყვნენ ხმის უფლების გარეშე.
დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დარჩეს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალმა დადგენილებამ ეს შესაძლებლობა ჩვენს დევნილ მოქალაქეებსაც მისცა“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024