11/10/2021
12:39
პოლიტიკა
სააკაშვილის მორიგი განცხადება მასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს წაუკითხა.
სააკაშვილის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 30 ოქტომებრს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება.
„მეგობრებო მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს არჩევნებს. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია.
ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - აცხადებს სააკაშვილი.
ამასთან, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
გვარამიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ აღენიშნება.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებით არიან, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში არ ღირს უტრირება ამ საკითხებით. იმიტომ რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს შიგნით პროტესტი აქვს.
გუშინ უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი არხის ეთერით გადიოდა და გააკეთა განცხადება. ის ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის პირადი მონაცემები ქვეყნდება თანხმობის გარეშე“, - აღნიშნა გვარამიამ.
0
0