01/12/2022
15:42
სამართალი
“ყოველ დღე, პროცესის წინ და ისედაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს და დამხვრეტი იყო ჭელიძე… ” - ეს განცხადება ნიკო კვარაცხელიას დედამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც დღეს მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.
იზა ომაძემ მადლობა გადაუხადა მედიას და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.
"მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას. რომ არა თქვენ და რომ არა გაშუქება ყველაფერი ამის, ალბათ, ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი. მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდას, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო," განაცხადა დღეს იზა ომაძემ.
0
0