28/10/2021
15:26
საზოგადოება
“ანიტა ჯერ ისევ ავსტრიაში იყო.
მისი სიცოცხლისათვის ბრძოლა იწყებოდა.
Manana Toqmajishvili -ს ვურეკავ.
მერიისგან ფინანსურ დახმარებას ვთხოვ.
გახსოვს მანანა?
-თამრიკო, ვიდრე საბუთები არ გვექნება, ვერაფერს გავაკეთებთ.
-მანანა, ავსტრიიდან საბუთები როდის ჩამოვა? ჯერ ვერ მოხერხდენა მისი მოწოდება.
-კარგი თამრიკო. დაველაპარაკები კახის.
ორი დღის შემდეგ ანიტას ბებიის ანგარიშზე 30 000 ლარი დაჯდა. კახა კალაძემ საკუთარი ჯიბიდან, პირადი ანგარიშიდან გადაურიცხა ანიტას…
ეს ამბავი იქნებ არც გამეხსენებინა…
მისგან ბევრი ასეთი ფაქტი რომ არ მახსოვდეს.
აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში.
ჩემი ერთი ხმა არ დააკლდება კახა კალაძეს.
კიდევ ერთხელ გმადლობ კახა!” – წერს თამრიკო მოლაშვილი.
შეგახსენებთ, ანიტა ფაცაციას მძიმე დაავადება ჰქონდა, ის საქართველოდან უცხოეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
მისი გადარჩენისთვის და სამკურნალო თანხების მობილიზებისთვის შეიქმნა ჯგუფი “ანითასთვის”, სადაც მოქალაქეები საკუთარ თანხებს რიცხავდნენ.
სამწუხაროდ, ანიტას გადარჩენა ვერ შეძლეს ექიმებმა.
0
0