05/06/2022
13:36
კულტურა
თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ.
ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა.
განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.
ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.
ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას!
გისამძიმრებთ ყველას. - წერს წულუკიანი ფეისბუქზე.
მსახიობი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1965-1967წწ. იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980წწ. რუსთაველის თეატრის, 1980-1990წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988წწ. საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
0
0