17/10/2024
10:23
მსოფლიო
ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა.
„მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს“, – განაცხადა ჰარისმა.
25- წუთიანი ინტერვიუს დროს ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
„სულელები“. „მე არასდროს ვიტყოდი ამას ამერიკელ ხალხზე“, – აღნიშნა ჰარისმა.
ამასთან, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რატომ არის მისი საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი „ახალ ეტაპზე გადასვლა“, მაშინ როცა უკვე სამ წელზე მეტია ვიცე-პრეზიდენტია, ჰარისმა პასუხად ტრამპი გააკრიტიკა.
0
0