21/01/2025
12:48
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ოფისი აქტიურადაა დაკავებული წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასზე მეტი პირის იდენტიფიცირებითა და გათავისუფლებით, რომლებიც არ ეთანხმებიან ახალი ადმინისტრაციის ხედვას – „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“ შესახებ.
ტრამპი სოციალურ ქსელში კონკრეტულად ოთხ პირს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან.
„ჩვენი პირველი დღე თეთრ სახლში ჯერ არ დასრულებულა! ჩემი ოფისი აქტიურადაა დაკავებული წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასზე მეტი პირის იდენტიფიცირებითა და გათავისუფლებით, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩვენს ხედვას – „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“ შესახებ.
ეს იყოს ოფიციალური შეტყობინება დათხოვნის შესახებ ამ ოთხი პირისთვის, რომლებსაც კიდევ ბევრი მიჰყვება მალე: ხოსე ანდრესი – პრეზიდენტის სპორტის, ფიტნესისა და კვების საბჭოდან, მარკ მილი – ეროვნული ინფრასტრუქტურის მრჩეველთა საბჭოდან, ბრაიან ჰუკი – უილსონის მკვლევართა ცენტრიდან და კეიშა ლენს ბოტომსი – პრეზიდენტის საექსპორტო საბჭოდან – თქვენ გათავისუფლებული ხართ!“ – წერს ტრამპი.
0
0