29/09/2024
19:46
სპორტი
ყოველთვის ვგრძნობ საქართველოს მხარდაჭერას. ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან აღმენიშნა ეს გამარჯვება და სიხარული, -ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ფილარმონიასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ.
მერაბ დვალიშვილის თქმით, წარმატება და შრომა ყოველთვის ფასდება.
"ეს არის ჩემი უზარმაზარი მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ახალგაზრდის, უამრავი სპორტსმენის თუ ზოგადად, სტუდენტის. ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ", - განაცხადა დვალიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.
ინფორმაციისთვის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბ დვალიშვილმა აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლა. ადგილზე მას გულშემატკივრები ელოდნენ. დვალიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წარმატებისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
0
0