11/07/2023
11:11
ეკონომიკა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი რამზან ჩერხიგოვი რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ აღმასრულებელ დირექტორს ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა „ჩეჩნეთი დღეს“ იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ Azimuth ახორციელებს პირდაპირი რეისებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. გროზნო იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია საქართველოში და ჩეჩნეთიდან ფრენებს დაიწყებს.
„ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ნაწილი, სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე გამოიკვეთა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის არაერთი მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში სოჭის, ვოლგოგრადის, თბილისისა და ჯედას მიმართულებით“, - განაცხადა ჩერხიგოვმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ გეგმების განხორციელება „არამარტო ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე“.
0
0