26/09/2024
21:51
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰორნეტსთან“ ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გილოცავ, გიორგი“, – წერს ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბის ვებგვერდი.
გიორგი 2023 წლის ივლისში „გენტიდან“ „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, ხოლო 2024 წლის 1 თებერვალს ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი ბელგიური კლუბიდან გამოისყიდა.
ჩაკვეტაძემ პირველი წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრებაში 37 მატჩი ჩაატარა და ახალი სეზონიც შესანიშნავად დაიწყო – კლუბმა ორჯერ გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
0
0