07/02/2022
13:03
არჩევნები 2021
პროგრამაზე მუშაობდა ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად და მათ მოკლე ვადებში შეძლეს ამ სერვისის უზრუნველყოფა. პლატფორმა მოცემული დროისთვის მუშაობს საპილოტე რეჟიმში. ეს სერვისი საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას დეტალურად და ოპერატიულად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები კონკურსანტებთან მიმართებაში. აღნიშნული კი ცესკოს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად დახვეწაში და საზოგადოების დროულად ინფორმირებაში დაეხმარება.
აქვე გაცნობებთ, რომ პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა.
კონკურსი №20 რუსთავის, №21 გარდაბნისა და №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა დღეს გამართულ სხდომებზე გამოაცხადეს. შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ან ელექტრონულ მისამართებზე (20_rustavi@cec.gov.ge; 21_gardabani@cec.gov.ge; 79_batumi@cec.gov.ge.) ან/და მატერიალური სახით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ამასთან, საოლქო კომისიებში და ცესკოს ვებგვერდზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია განცხადების სარეკომენდაციო ფორმა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების შერჩევას და პროცესის ეფექტიანობას.
ცესკო მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს, ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას. მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, უფლებამოსილ ჩართულ მხარეებს მისცენ შესაძლებლობა გაეცნონ როგორც საკონკურსო დოკუმენტაციას, ისე თვალი ადევნონ აღნიშნულ პროცესს.
ცესკო დამატებითი რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.
0
0