30/03/2022
15:12
სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარე, ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟანი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი გაესაუბრნენ და მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ალექსანდრე ბაგაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა უკვე გადაიბარა.
ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) 12 აპრილიდან ჩაერთო.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024