21/10/2024
19:07
საზოგადოება
ცდაც არ იქნება გაყალბების, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ, ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, - განაცხადა ქართული ჰიმნის ტექსტის ავტორმა, პოეტმა დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
როგორც მაღრაძემ აღნიშნა, მისი შთაბეჭდილებით - მოსახლეობაში არანაირი წინასაარჩევნო მღელვარება არ არის.
„არჩევნების მოახლოებას მშვიდად ხვდებიან. მღელვარებას ვერ ვამჩნევ. მთავარია, არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ზედმიწევნით სუფთად, რისი საფუძვლიანი იმედიც არსებობს. ამის საფუძველს ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო დასკვნები მაძლევს, რომელიც აბსოლუტურად დადებითია გამჭვირვალობის მხრივ, ასევე ცესკოს თანამშრომლობა იმ უცხოურ მისიებსა და სადამკვირვებლო წარმომადგენლობასთან, რომელზეც ცესკომ ერთმნიშვნელოვნად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ასე რომ, საფუძვლიანი იმედია, რომ არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ. ეს კი ყველანაირი დაპირისპირების საბაბს ხსნის. მღელვარება ისადგურებს მაშინ, როდესაც ხალხს უსამართლობის განცდა ეუფლება, ანუ, როცა უყალბებენ არჩევნებს, ხოლო როდესაც არაფერი გაყალბდება, მაშინ მიზეზი ეცლებათ. რაც არ უნდა მოწადინებული იყოს ევრობიუროკრატიის ნაწილი ხელისუფლების ცვლილებით, თუ ყველაფერმა სუფთად ჩაიარა, ვერანაირი გარედან წაქეზება ვერ უშველის. მოსახლეობა ყველაზე კარგად გრძნობს, არჩევნებმა სუფთად ჩაიარა თუ გააყალბეს. ჩემი აზრით, ცდაც არ იქნება გაყალბების, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ, ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. ამდენად, ვარაუდი იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს არჩევნების შემდგომი პერიოდი - ხელმოსაკიდი საბაბი არ არსებობს“,- აღნიშნა მაღრაძემ.
0
0