29/03/2023
12:34
მედიცინა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმე და მას გადაადგილება უჭირს.
ამასთან, ალასანიას თქმით, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს პოლონელი მედიკოსების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
„იძახიან რომ იკლებს, ხან იძახიან რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება არ ვიცი. არ ვიცი რა გიპასუხოთ. მე ვხედავ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი დარჩენილი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს.
ყოველ წუთს შედის ექთანი რაღაც აბებს აძლევს და არასოდეს არ გამიგია რომ რამეზე უარი ეთქვას. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ერთი ვიცი რომ ისინი მზად არიან, გამზადებული აქვთ სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საჭირო ანალიზები ჩატარდეს“, - აცხადებს გიული ალასანია.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024