ბუსტერ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს - თამარ გაბუნია
18/01/2022
11:45
საზოგადოება
A-
+A
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ბუსტერ დოზა კორონავირუსისგან დაცვის ეფექტს აორმაგებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ პირების დიდი ნაწილი, ვისაც ომიკრონის შტამი დაუდასტურდა, ვაქცინირებული იყო, რის გამოც, მათი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
"ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ომიკრონის წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, ბუსტერ დოზის აუცილებლობის შესახებ. ბუსტერ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის ეფექტს, დამცველობით ეფექტს, ამდენად მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთების გააქტიურება", — განაცხადა მან.
0
0
305
სიახლეები
ყველა
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%