ბუსკეტსი ანაზღაურების შემცირებას დათანხმდება და გუნდს არ დატოვებს, თუ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდება
29/04/2023
21:29
სპორტი
A-
+A
„ბარსელონამ“ ბუსკეტსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც ანაზღაურება მკვეთრად არის შემცირებული, მაგრამ ფეხბურთელი ამ წინადადებას მიიღებს, თუ ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში დაბრუნდება – იუწყება Mundo Deportivo.
ესპანური გამოცემა წერს, რომ ბუსკეტსისთვის ხელფასზე მნიშვნელოვანი მესისთან ერთად თამაშია და შემცირებული ანაზღაურებას მიუხედავად, სხვა გუნდში გადასვლაზე არ იფიქრებს, არგენტინელთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
„ბარსელონას“ სატრანსფერო შესაძლებლობებს ართულებს ის გარემოება, რომ კლუბი ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი და გამოძიება ახლაც გრძელდება.
კატალონიელები მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარს, მადრიდის „რეალს“ 11 ქულით უსწრებენ.
0
0
263
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%