06/09/2022
12:47
მსოფლიო
ბურკინო-ფასოს ჩრდილოეთ რეგიონში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული მანქანების ჯგუფის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფეთქებისას ერთმანეთს რამდენიმე ათეული მანქანა, მათ შორის სატვირთო მანქანები და ავტობუსები, დაეჯახა.
„ერთ-ერთ მანქანას, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოხვდა. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით 35-ს აღწევს, დაშავებულია 37 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაცვლილები, ძირითადად, ვაჭრები არიან, რომლებიც ოუაგადუგუში საქონლის შეძენას აპირებდნენ და, სტუდენტები, რომლებიც დედაქალაქში მომდევნო სასწავლო წლისთვის ბრუნდებოდნენ“, - ნათქვამია რეგიონის გუბერნატორის განცხადებაში.
აფეთქება რეგიონის მთავარ ქალაქებში, დორისა და ჯიბოსკენ მიმავალ გზებზე თავდასხმების სერიას მოჰყვა. ბოლო 10 წლის განმავლობაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი კრიზისის ფონზე, ბურკინა-ფასოში ეს ცენტრალური სამსაზღვრო ზონაა, სადაც ალ-ქაიდასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან მზარდი თავდასხმები ფიქსირდება.
0
0