14/12/2022
18:56
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ბუნდესვერის ლოგისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებში ლოგისტიკის სისტემის, ქონების განკარგვის, მონაცემთა ბაზის მართვისა და ლოგისტიკური ცენტრების ამოცანები გააცნეს.
შეხვედრაზე პოლკოვნიკმა თომას ამესმა ქართულ მხარეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებული ლოგისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ბუნდესვერის ლოგისტიკის ექსპერტებმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ბაზებზე ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასთან 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
0
0