10/08/2022
13:35
მსოფლიო
ბულგარეთი რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა, როსენ ჰრისტოვმა განაცხადა.
„ჩვენ პრიორიტეტად განვიხილავთ ალტერნატიულ მომწოდებლებს. მე არ ვიქნები ის მინისტრი, რომელიც ზამთარში ქვეყნის მოსახლეობას გასაყინად გაწირავს“, – განაცხადა მინისტრმა.
ჰრისტოვის თქმით, რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის წამოყენებული პირობები იგივეა, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ და ისინი მათ ასრულებენ.
„ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ პოლიტიკას. „გაზპრომისგან“ გაზის ყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირის ჩარჩოებს. ჩვენ არ დავთანხმდებით პირობებს, რომლებიც განსხვავებული იქნება გერმანიასა და ევროკავშირის სხვა წამყვანი ქვეყნებისთვის წამოყენებული პირობებისგან. უკვე ჩატარებულია ყველა რისკის ანალიზი, ამიტომ, თუ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს, გადავწყვეტთ ყველაფერს, თუ რა არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა მიწოდება იყოს სტაბილური, ოპტიმალურ ფასში და მაქსიმალური უსაფრთხოებით“, – აღნიშნა ჰრისტოვმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ბულგარეთი პირდაპირ „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს არ ყიდულობს, თუმცა ენერგორესურსის ნაწილი, რომელიც ბულგარეთში სხვა ტრეიდერების საშუალებით შემოდის, რუსულია.
0
0