21/07/2024
15:45
სპორტი
ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „კარლსრუეს“ შესანიშნავი შედეგით დაუბრუნდა – ბუნდესლიგელ „ჰოფენჰაიმთან“ საკონტროლო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ქართველი თავდამსხმელი გუნდს დაგვიანებით შეუერთდა. „კარლსრუემ“, რომელმაც უკვე მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა, ბუდუ ზივზივაძის დახმარებით ბუნდესლიგის წარმომადგენელს დიდი ანგარიშით, 4:1 მოუგო.
„არტურ ბაიერ არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ზუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს. მისი გადაცემით მე-17 წუთზე ანგარიში მარვინ ვანიჩეკმა გახსნა, 21-ე წუთზე კი თავი უკვე ბუდუმ გამოიჩინა.
„ჰოფენჰაიმმა“ სხვაობა 38-ე წუთზე შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში ზივზივაძემ მეორე გოლი გაიტანა. საბოლოო აანგარიში კი 87-ე წუთზე ფაბიან შლოისენერმა დაფიქსაირა – 4:1.
„კარლსრუე“ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ორ ტესტმატჩს ჩაატარებს და ორივეს – საკუთარ მოედანზე. 24 ივლისს „მიუნხენ 1860“-ს უმასპინძლებს, ხოლო 27 ივლისს „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.
0
0