26/10/2024
17:19
მსოფლიო
ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ამან „კარლსრუეს“ ბერლინის „ჰერტასთან“ მაინც ვერ უშველა და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა – 1:3.
მე-10 ტურის მატჩი „კარლსრუემ“ შინ ჩაატარა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, გოლი გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება, 7.7 ქულა დაიმსახურა.
სტუმრებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. „კარლსრუეს“ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გუნდის კაპიტანმა, ვანიჩეკმა პენალტი (30) ვერ გამოიყენა. თუმცა შესვენებამდე (45+3) მშვენიერი თავური დარტყმით ზივზივაძემ წონასწორობა მაინც აღადგინა.
მეორე ტაიმში ბერლინელებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:1 მოიგეს. „კარლსრუე“ 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.
ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.
0
0