18/09/2024
15:51
მსოფლიო
ბუდაპეშტში დაფუძნებულმა კომპანია BAC Consulting-მა არ დაადასტურა პეიჯერების დამზადება, რომლებიც ლიბანში აფეთქდა. ტაივანურმა ფირმა Gold Apollo-მ BAC Consulting-ი პორტატული მოწყობილობების წარმოებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მან BAC-ის თავისი ბრენდული AR-924 მოდელის პეიჯერის გამოყენების უფლება მისცა.
მანამდე კი, Gold Apollo-მ თქვა: „BAC-ს უფლებას ვაძლევთ, რომ განსაზღვრულ რეგიონებში ჩვენი ბრენდის სასაქონლო ნიშანი პროდუქტის გასაყიდად გამოიყენოს, მაგრამ პროდუქციის დაპროექტება და წარმოება მხოლოდ BAC-ის პასუხისმგებლობაა“.
"მე არ ვაწარმოებ პეიჯერებს, მხოლოდ შუამავალი ვარ. ვფიქრობ, თქვენ არასწორად გაიგეთ," - განუცხადა NBC News-ს BAC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიანა ბარსონი-არციდიაკონომ.
Reuters-ის ანალიზის მიხედვით, სურათებზე, AR-924 მოდელის პეიჯერების ფორმატი და სტიკერები ჩანს, რომლებიც Gold Apollo-ს მიერ დამზადებულ პეიჯერებს შეესაბამება.
0
0