29/06/2024
12:18
სპორტი
ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილს „ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი იკავებს, მეორე ადგილზე ედერსონია („მანჩესტერ სიტი“), მესამეზე კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“).
შეგახსენებთ, რომ უეფა-მ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეკარე ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
FourFourTwo-ს მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეული ასეთია:
1. ალისონ ბეკერი („ლივერპული“, ბრაზილიის ნაკრები);
2. ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ბრაზილიის ნაკრები);
3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“ გერმანიის ნაკრები);
4. მაიკ მენიანი („მილანი“, საფრანგეთის ნაკრები);
5. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანიის ნაკრები);
6. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალიის ნაკრები);
7. იან ობლაკი („ატლეტიკო“, სლოვენიის ნაკრები);
8. ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინის ნაკრები);
9. იან ზომერი („ინტერი“, შვეიცარიის ნაკრები);
10. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, საქართველოს ნაკრები).
0
0