10/08/2022
11:33
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.
მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს.
„რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც წესი, შედგება 15 000-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ მასშტაბამდე მე-3 არმიის კორპუსის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში ნებაყოფლობით ბრძოლაში ჩართვის ძალიან შეზღუდულ სახალხო ენთუზიაზმს,“ - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
მათივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-3 არმიის კორპუსის ეფექტი გადამწყვეტი იყოს ბრძოლისთვის.
0
0