26/02/2022
20:27
ომი უკრაინაში
უწყება თავდაცვის დაზვერვის მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით:
რუსეთის შეჭრის სიჩქარე დროებით შენელდა, სავარაუდოდ, მწვავე ლოგისტიკური სირთულეებისა და უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად
რუსული ძალები გვერდს უვლიან დიდ დასახლებულ ცენტრებს, პარალელურად უკან ტოვებენ ნაწილებს მათ ალყაში და იზოლაციაში მოსაქცევად
კიევში ღამით შეტაკებებში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ შეზღუდული რაოდენობის, წინასწარი განლაგებული რუსული დივერსიული ჯგუფები
კიევის აღება რუსეთის უპირველეს სამხედრო მიზნად რჩება
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
0
0