ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს
30/03/2022
12:00
მსოფლიო
A-
+A
ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაერო-ში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, „ითამაშოს თავის როლი“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
ბრიტანელი დიპლომატის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.
ბარბარა ვუდვორდის თქმით, უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველანაირად დავეხმაროთ ომის დასრულებას, რუსული ჯარების გაყვანის უზრუნველყოფას. ჩვენ სიამოვნებით ვითამაშებთ ამაში როლს, თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს – დიახ“, – თქვა ბარბარა ვუდვორდმა.
0
0
416
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%