21/10/2024
11:21
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ რუსეთში ვიზიტი გააუქმა მას შემდეგ, რაც მან, საკუთარ სახლში, თავის არეში ტრავმა მიიღო. სილვა BRICS-ის სამიტზე დასწრებას, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირველ პირისპირ შეხვედრას, გეგმავდა.
ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიის მთავარი კლინიკა Sírio-Libanês-ის განცხადებით, პრეზიდენტისთვის რეკომენდებულია, შორ მანძილზე ფრენებისგან დროებით თავი შეიკავოს, თუმცა, შეუძლია, სხვა საქმიანობა ჩვეულებრივად გააგრძელოს. მათივე ინფორმაციით, ლულას დაზიანება თავის უკანა მხარეს აღენიშნება და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ, ამჯერად, ბრაზილიის პრეზიდენტი შეხვედრებში ვიდეო ბმულის საშუალებით მიიღებს მონაწილეობას. ტრავმის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტი სახლში გაგზავნეს, მას შემდეგ რაც თავზე 5 ნაკერი დაადეს.
მანამდე კი, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ თვეში ბრაზილიაში G20-ის სამიტს არ დაესწრება. მისი თქმით, მისმა ჩასვლამ შეიძლება კონფერენცია „ჩაშალოს“.
წლევანდელი სამიტი 22-24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024