11/04/2023
12:12
სპორტი
ფრანგულ გამოცემა L’Équipe-თან ინტერვიუში „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა ქართველ თავდამსხმელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩამოყალიბებულ დუეტსა და მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„კვარასთან თითქმის ყველაფერი მყისიერად ამეწყო. ის დიდი ტალანტია და ამავე დროს, კარგი ბიჭია, ის ყველას უყვარს. არ ვიცი, როგორ დავახასიათო, მაგრამ როგორც კი მისი თამაში ვნახე, მივხვდი, რისი მოტანა შეეძლო „ნაპოლისთვის“. სიმართლე გითხრათ, გასაოცარია, რასაც იტალიაში პირველ სეზონში აკეთებს – ბრავო კვარას! მას აქვს კიდევ ორი თვე, შედეგიანობა კიდევ უფრო რომ გაზარდოს“, – ამბობს ვიქტორ ოსიმენი.
ფრანგული გამოცემა ქართულ-ნიგერიულ დუეტს ამ დროისთვის ევროპაში საუკეთესოს უწოდებს.
„ეს, რა თქმა უნდა, ევროპაში ყველაზე სანახაობრივი დუეტია – ვიქტორ ოსიმენი-ხვიჩა კვარაცხელია.
ფეხბურთელები იტალიასა და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ბრწყინავენ. მხოლოდ მათ 39 გოლი გაიტანეს და 18 საგოლე გადაცემა შეასრულეს. ეს ფენომენალური შედეგია“, – წერს L’Équipe.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024